logo
ENG



კობახიძე ჩეხეთის ელჩზე: თუ ეს განცხადება გაკეთდა, დიპლომატიური რეაგირება გვექნება

01 დეკ 202214:58
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე ჩეხეთის ელჩზე: თუ ეს განცხადება გაკეთდა, დიპლომატიური რეაგირება გვექნება
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩეხეთის ელჩის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც პეტრ მიკისკა დარწმუნებულია, რომ ჩეხეთიდან საქართველოში გაორმაგებული ექსპორტის ნაწილი რუსეთში მიდის.

კობახიძე ამბობს, რომ ჩეხეთის ელჩის მ განცხადებაზე საქართველოს ხელისუფლებას დიპლომატიური რეაგირება ექნება.

"არ ვიცი, პირველად მესმის ეს განცხადება, მაგრამ თუ ეს განცხადება გაკეთდა, მართლა წარმოუდგენელია, ასეთი განცხადებები თავის დროზე გვაქვს მოსმენილი უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან და მერე თვითონ მოუწიათ ამის უარყოფა და ყველამ უარყო აბსოლუტურად ასეთი რამ, თუ ასეთი განცხადება გაკეთდა, ამას სჭირდება რეაგირება, რადგან თავის დროზე ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ უკრაინის მაღალჩინოსნების განცხადებებზე და მათ მოუწიათ ამის უკან წაღება, ამ შემთხვევაშიც ასეთი რეაქცია გვექნება, თუ ეს განცხადება გაკეთდა. დიპლომატიური რა თქმა უნდა, მეტი რა უნდა გავაკეთოთ, დიპლომატიური რეაგირება ელჩის მიმართ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა აცხადებს, რომ 2022 წელს ჩეხეთიდან საქართველოში საქონლის ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია და ფიქრობს, რომ ამ ექსპორტის ნაწილი რუსეთში მიდის. როგორც ელჩმა აღნიშნა, თუ დადასტურება, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, ამას შედეგი მოჰყვება.

 

close დახურვა