logo
ENG



კობახიძე წერეთელზე: ეთიკისა და კანონის ფარგლებში გაეცა პასუხი, იმავეს გავაკეთებდი

01 ივლ 202217:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/01/lrzqi4tzpggknvy.jpg

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამბობს, რომ TV პირველი მფლობელმა, ვატო წერეთელმა დეპუტატ ანრი ოხანაშვილისგან "კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი". მეტიც, კობახიძე ამბობს, რომ იმავეს გააკეთებდა.

მმართველი გუნდის ლიდერი ამბობს, რომ იცის, რა მოხდა საელჩოში, თუმცა ამაზე საუბარს არ აპირებს.

"თქვენ იცით ამ ინციდენტის დეტალები, ყველამ იცის, რა როგორ მოხდა, ძალიან სამწუხაროა, რომ უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კონკრეტული საელჩოს ტერიტორია გახდა პროვოკაციის მოწყობის არეალი. ეს არის ძალიან სამწუხარო. რაც შეეხება გაგრძელებას, ესეც მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ადამიანმა კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი, ეს არის და ეს. კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი და მისი პროვოკაცია არ დარჩა პასუხგაუცემელი", - თქვა მან ბრიფინგზე.

რაც შეეხება მანდატის დატოვებას, კობახიძე ამბობს, რომ ეს აბსურდია:

"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამ პროვოკაციას ეთიკისა და კანონის ფარგლებში გაეცა სათანადო პასუხი. შესაბამისად, ჩემი პოზიციაც ნათელია, მეც იმავეს გავაკეთებდი, რა თქმა უნდა".


close დახურვა