logo
ENG



კობახიძე ხარება-შინჯიკაშვილზე: თუ სადმე ვინმეს რამე კონფლიქტი ჰქონდა, მარტივად მოგვარდება

17 ივნ 202414:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/17/sqprs61jhqx4paz.jpg

"თუ სადმე ვინმეს რამე კონფლიქტი ჰქონდა, მარტივად მოგვარდება", - ასე პასუხობს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ხარებასა და გიორგი შინჯიკაშვილის კონფლიქტზე გავრცელებულ ინფორმაციას. 

კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას "დრამატიზების უსუსურ მცდელობას" უწოდებს. 

"ეს არის რაღაც ამბის დრამატიზების აბსოლუტურად უსუსური მცდელობა. თუ სადმე ვინმეს რამე კონფლიქტი ჰქონდა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონფლიქტი მარტივად მოგვარდება... არაფერიც არ ხდება", - ამბობს კობახიძე. 

მარტყოფში არსებულ ვითარებაზე დასმული კითხვაზე და ჟურნალისტიკის რეპლიკაზე, რომ იქ ტერიტორიას უცნობი პირები აკონტროლებენ, კობახიძე ხუმრობით პასუხობს:

"კოვიდია და კარანტინი გამოაცხადეს, დრამატიზებას ახდენთ ამ ყველაფრის", - თქვა კობახიძემ. 

შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ ხარებას სპეცრაზმსა და ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველ მოადგილეს, გიორგი შინჯიკაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო, რა დროსაც მძიმე დაზიანებები მიიღო ხარებას მოადგილემ - სცემეს ხარებას დაჯგუფების წევრებსაც. შემთხვევა რატის ბარში რამდენიმე დღის წინ მოხდა. 

შაბათის ფორმულას წყარო უყვება, რომ გუბერნატორის მოადგილემ და მისმა თანმხლებებმა, ბარში გდდ-ს სპეცრაზმელებს მას შემდეგ სცემეს, რაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება არ განეიტრალდა. ფიზიკური დაზიანებები ჩხუბის დროს თავად გუბერნატორის მოადგილემაც მიიღო, თუმცა უფრო საშიში ვითარება შინჯიკაშვილისთვის, ამ ჩხუბიდან მალევე შეიქმნა, როდესაც ხარება და მისი რაზმი გუბერნატორის მოადგილეს ჯერ სამსახურში მიუვარდა, შემდეგ კი ოჯახი აუწიოკა.

ხარება შინჯიკაშვილს მოკვლით დაემუქრა, ამიტომ ამ დრომდე გუბერნატორის მოადგილის სახლს, სუსი და ძალადობრივი მენტალობის ადგილობრივები იცავენ, პირველ რიგში ხარებას შურისძიებისგან, თუმცა მარტყოფში იქ სადაც შინჯიკაშვილი ცხოვრობს, გადაადგილება შეუძლებელია ჟურნალისტებისთვისაც, რადგან ფიზიკური და სიტყვიერი ანგარიშსწორების მუქარით, მედიას მუშაობის უფლებას ადგილზე არ აძლევენ.


close დახურვა