logo
ENG



კობახიძის დანიშვნა საარჩევნო შტაბის უფროსად ოპოზიციის დახმარებაა - სამადაშვილი

15 ივლ 202012:48
3 წუთის საკითხავი
 
x4g6cr1hhkj6bze.jpg

„ირაკლი კობახიძის დანიშვნა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსად ოპოზიციისთვის დახმარებაა“, - ასე ეხმაურება სალომე სამადაშვილი მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას.

როგორც სალომე სამადაშვილმა განმარტა, ირაკლი კობახიძე ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდშია ნეგატიურ როლში, მისი დანიშვნა შტაბის უფროსად კი მხოლოდ მმართველი ძალის ოპონენტების წისქვილზე წყლის დასხმაა.

„20 ივნისს ირაკლი კობახიძის პირადი დამსახურებით გავრილოვი აღმოჩნდა მის სავარძელში და ამას მოჰყვა წყება ვითარების, რომელმაც გამოიწვია ხალხის დაზიანება. მისი როლი ამ ყველაფერში არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი - პროტესტი დაიწყო მისი გადადგომის მოთხოვნით. „ქართული ოცნება“ თუ მას დანიშნავს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, დაარწმუნებს საზოგადოებად, რომ მალე უნდა დასრულდეს ივანიშვილის რეჟიმი და ეს იქნება დახმარება ოპოზიციისთვის და ქართველი ხალხის ინტერესებისთვის", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსად გუშინ, 14 ივლისს დანიშნეს.


close დახურვა