logo
ENG



კობახიძის თქმით, უკრაინის ომი საქართველოს ომი არ არის

08 დეკ 202220:40
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძის თქმით, უკრაინის ომი საქართველოს ომი არ არის

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის ომი საქართველოს ომი არ არის.

მისი თქმით, ვინც ამას ამბობს, მათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდათ.

"ხშირად ისმის ეს ფრაზა, რომ იქ მიმდინარე ომი არის საქართველოს ომიც. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ომი საქართველოსთვის ნახევრად მისი ვერ იქნება, ნახევრად საქართველოსი ეს ომი ვერ იქნება. ომი უნდა იყოს ან შენი, ან არ უნდა იყოს შენი. სინამდვილეში ვინც ამბობს, რომ ის ომი არის საქართველოს ომიც, მიანიშნებს იმაზე, რაზეც საუბრობდა დღეს კასიანოვი. მათ უნდათ, რომ ეს ომი გახდეს სრულად საქართველოს ომიც, ანუ ისინი ოცნებობენ მეორე ფრონტზე საქართველოში, მათი განზრახვა და მოტივაცია არის სწორედ ეს", - თქვა კობახიძემ.


close დახურვა