logo
ENG



კოვაქსი: ვაქცინა თებერვალში იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებმაც კრიტერიუმები დააკმაყოფილეს

01 მარ 202111:40
3 წუთის საკითხავი
 
კოვაქსი: ვაქცინა თებერვალში იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებმაც კრიტერიუმები დააკმაყოფილეს

კოვაქს პლატფორმის განმარტებით, თებერვალში კორონავირუსის ვაქცინა იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებმაც კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. ამის შესახებ მათ ინტერპრესნიუსს უთხრეს.

"თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენს მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ", - სააგენტოს ცნობით, განუცხადეს პლატფორმაში. 

რაც შეეხება კრიტერიუმებს, კოვაქსის განმარტებით, "ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა კოვაქსის პლატფორმიდან დოზების მიღება შეძლოს".

საქართველოს მთავრობა ამტკიცებდა, რომ თებერვლის ბოლომდე ქვეყანა ფაიზერის 30 000-მდე დოზას მიიღებდა მიიღებდა. 


close დახურვა