logo
ENG



კოვიდ-19 ჭიათურაშიც დაფიქსირდა - ადგილობრივი ხელისუფლება ზომების გამკაცრებას არ ჩქარობს

14 აპრ 202021:01
3 წუთის საკითხავი
 

ჭიათურაში ეპიდემიოლოგები ამ დრომდე მუშაობენ. მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში კოვიდ-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა.

დაავადებულია მამაკაცი, რომელიც ხუთი დღის წინ სოფელში სტუმრად იმყოფებოდა. ის ჭიათურაში თბილისიდან ჩავიდა.  ინფიცირებულის დედა დღეს სასწრაფო დახმარების მანქანით საჩხერის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ანალიზის პასუხს ელოდებიან. უკვე გამოვლენილია 15-მდე კონტაქტი, აქედან ხუთთან დაინფიცირებულს უშუალო ახლო კონტაქტი ჰქონდა. ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფება.

ადგილობრივი ხელისუფლება ზომების გამკაცრებას არ ჩქარობს და ეპიდემიოლოგების მუშაობის დასრულებას ელოდება. მოსახლეობა შეშინებულია. ექიმებმა დღეს ითხვისელების პირადი ინფორმაცია ჩაიწერეს, დისტანციის დაცვა და პირბადის გაკეთება ურჩიეს.

იმერეთის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ადასტურებს სოფელში გავნითარებულ მოვლენებს, თუმცა მისი თქმით ჯერჯერობით ჭიათურაში ან სოფელში უფრო მკაცრი ზომების მიღება არ იგეგმება.

რას მოიმოქმედებს მთავრობა, ჩაკეტავს თუ არა ჭიათურას და გაამკაცრებს თუ არა სოფელში უსაფრთხოების ზომებს, ჯერჯერობით უცნობია.


close დახურვა