"დაინფიცირებულთა რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ოფიციალურად ვიცით", - ამას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს. კოვიდ-დადებითთა რიცხვი კი მალე სავარაუდოდ საგრძნობლად გაიზრდება. ჯანდაცვის სამინისტრო აგრესიულ ტესტირებას იწყებს.
მედ-პერსონალი, მოხუცთა თავშესაფრებში მოთავსებული ხანდაზმულები და ტრაილერის მძღოლები - ის ჯგუფებია, რომელთა დიაგნოსტიკაც პირველ ეტაპზე იგეგმება - დღეში 1000 პირი შემოწმდება.
კოვიდინფიცირებულთა სიმრავლით პირველ ადგილზე ქვემო-ქართლია. მხოლოდ თეთრიწაყაროდან 40-მდე პირია ინფიცირებული, მუნიციპალიტეტში პანდემიის გავრცელების ასეთ მასშტაბს თავად პაციენტებად ქცეული ექიმები იმით ხსნიან, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სიმპტომებს მალავს. სამედიცინო კლასტერსტერს თეთრიწყაროს გარდა პაციენტები შეემატნენ გორიდანაც. კოვიდ 19 დაუდასტურდა გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედდასა და მისი ოჯახის 3 წევრს.
კიდევ 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა ბოლნისში. ქვემო ქართლის გუბრერნატორის განცხადებით, ჯამში რეგიონში ინფიცირების 157 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ოკუპირებული აფხაზეთიდან 32 წლის ორსული ქუთაისის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. ქალის მდგომარეობა მძიმე იყო და საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ამ დროისათვის პაციენტი რეანიმაციაში, ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო ახალშობილი ბავშვთა რეანიმაციაში იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ქალის ტესტის პასუხი კოვიდ 19-ზე დღეს გვიან გახდება ცნობილი.
საქართველოში კოვიდ 19-ის შიდა გავრცელება 23 მარტს დაიწყო. მეოთხეული გადაცემის მეშვიდე კვირას შემთხვევების რაოდენობა ყოველღიურად დაახლოებით 30 შემთხვევით იზრდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ ტენდენცია შენარჩუნდება, ქვეყანა პიკს ნაკლები დანაკარგით გადაიტანს.