კოვიდ 19-მა კვალი მსოფლიოს კულტურულ ცხოვრებასაც დაატყო. 2020 წელს აღარ ჩატარდება გლანსტონბერის 50-ე, საიუბილეო ფესტივალი. გაუქმდა ევროვიზიაც. ბრაზილიასა და დიდ ბრიტანეთში სერიალების გადაღება შეწყვიტეს.
შოუ ბიზნესისა და სპორტის ვარსკვლავები ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანდებიან და თაყვანისმცემლებს იზოლაციის პირობებისა და ჰიგიენური ნორმების დაცვას სთხოვენ. იმისთვის, რომ სახლში დარჩენა უფრო სასიამოვნო გახდეს, ცნობილი მუსიკოსები კონცერტებს ონლაინ ატარებენ.