მსოფლიოში 10 ყველაზე ხშირად ციტირებადი მეცნიერი საქართველოსთან თანამშრომლობს. პროფესორი იოსეფ პენინგერი ვიროლიგია, მთელი თავისი მოღვაწეობა მან ვირუსებთან ბრძოლას მიუძღვნა და 23 წლის წინ მის მიერ აღმოჩენილი ენზიმი კოვიდთან ბრძოლის განსხვავებულ და ეფექტურ შესაძლებლობას გვაძლევს. მის მიერ დაფუძნებული ბიოტექნოლოგიური ფირმა აპერიონი ახლა მუშაობს მედიკამენტზე, რომელიც კოვიდის ყველა მუტაციის საწინააღმდეგოდ ეფექტურია. საქართველოს გაუჩნდა შანსი, ამ პრეპარატის გამოცდის ბოლო ეტაპებზე ჩაერთოს და თავისი წვლილი შეიტანოს 21-ე საუკუნის ჯერჯერობით ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევის დაძლევაში. ქართული მხარიდან ამ პროექტში საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საუნივერსიტეტო კლინიკა მონაწილეობენ. ამ პრეპარატმა გადასხმის ფორმით გამოცდის ყველა სტადია გაიარა და ექსპერიმენტული სახით გამოიყენება მძიმე პაციენტებზე ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკაში.
კოვიდი, ექსპერიმენტული წამალი - დროება
24 ოქტ 202120:45
3 წუთის საკითხავი