logo
ENG



კოვიდინფიცირებულებმა, რომლებიც კლინიკაში მკურნალობენ, შესაძლოა, არჩევნებზე ხმა ვერ მისცენ

07 სექ 202019:16
3 წუთის საკითხავი
 
p2t14c2m9nhye56.jpg

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, კოვიდინფიცირებულებმა, რომლებიც კლინიკებში გადიან მკურნალობას, შესაძლოა, არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ. 

რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულ პირებს, ჟვანიას თქმით, ცესკო მიიღებს გადაწყვეტილებას საკარანტინო სივრცეში არჩევნების ჩატარება - არ ჩატარებასთან დაკავშირებით.

"კლინიკებში მოთავსებულ პირებზე არის ძალიან პრობლემური სიტუაცია. ჩვენ შევისწავლეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, კოვიდინფიცირებულებთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, გადაწყვეტილება არავის აქვს მიღებული, რომ კოვიდინფიცირებულს ჰქონოდა ხმის მიცემის შესაძლებლობა.

თუმცა, ცალკე საკითხია საკარანტინო ზონები და კარანტინის სივრცეებში მყოფი ამომრჩევლები. ცესკო მიიღებს გადაწყვეტილებას საკარანტინო სივრცეში არჩევნების ჩატარება - არ ჩატარებასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, დაეფუძნება, ექსპერტებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

მე ვფიქრობ, რომ კარანტინში მყოფი ამომრჩევლების უფლების რეალიზაცია უნდა მოხდეს. თუმცა, დღეს გავიგე, რომ შესაძლებელია არსებობდნენ კოვიდინფიცურებულები, რომლებსაც სიმპტომები არ აქვთ და ისინი საკარანტინო სივრცეებში განთავსდებიან. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ცესკოს დიფერენცირება მოუწევს", - განაცხადა ჟვანიამ პალიტრანიუსის გადაცემაში. 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 34 ახალი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად მატულობს. ქვეყანაში რამდენიმე ახალი კლასტერი ჩამოყალიბდა. 


close დახურვა