უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე კიევის კლინიაკში გადაიყვანეს. ელენა ზელენსკაიას გასულ კვირას კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ინფექცია უსიმტომოდ მიმდინარეობდა, ამიტომ ის თვით იზოლაციაში იმყოფებოდა. რამდენიმე დღეში პირველ ლედის დაავადების სიმპტომები გამოუვლინდა და ამიტომ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ელენა ზელენსკაიას ორივე ფილტვის ანთება აქვს. თუმცა ჟანგბადის ხელოვნურ მიწოდებას არ საჭიროებს. გუშინ განმეორებითი ტესტი ჩაუტარდათ უკრაინის პრეზიდენტსა და შვილებსაც. მათი ანალიზის პასუხი უარყოფითია.