წყნეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ქალს, რომელიც საპატრიაქრქოში მუშაობს, გუშინ კოვიდ-19 დაუდგინდა.
გარდა ამისა, იზოლაციაშია ერთ-ერთი მონასტერი, რომლის აქტიური მრევლიც ინფიცირებული იყო. ასევე, იზოლაციაში იმყოფებიან თავად საპატრიარქოს თანამშრომლის დედა და შვილიც.
კორონავირუსით დაავადებული ქალი ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. გამოცხადდება თუ არა მომხდარის გამო წყნეთი საკარანტინო ზონად, ეს ჯერჯერობით უცნობია.
ინფიცირებულის დედის თქმით, მისი შვილი თვენახევარია სამსახურში არ ყოფილა და იზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა ამას არ ადასტურებენ მეზობლები.