logo
ENG



კოვოდ 19 ის გავრცელების ახალი ეპიცენტრი შესაძლოა ამერიკა გახდეს

25 მარ 202017:35
3 წუთის საკითხავი
 

კოვიდ 19 ის გავრცელების ახალი ეპიცენტრი შესაძლოა შეერთებული შტატები გახდეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევები 53 ათასს აჭარბებს. დაღუპულთა რიცხვი კი 709-მდე არის გაზრდილი.

დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა ნიუ-იორკშია გამოვლენილი. შტატის გუბერნატორი აცხადებს, რომ საავადმყოფოები სასუნთქი აპარატების ნაკლებობას განიცდიან. მათი წარმოება ავტოგიგანტმა „ფორდმა“ დაიწყო.

დონალდ ტრამპი ტელეფონით ელაპარაკა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს და სწრაფი ტესტების მარაგის მიწოდება სთხოვა. დაავადების გავრცელების ფონზე შეერთებული შტატების ლიდერი იმედოვნებს, რომ ეპიდემია აღდგომის დღესასწაულამდე გადაივლის და ქვეყანაში ბიზნესი ფუნქციონირებას განაახლებს. თუმცა ვირუსმა მსხვილ კომპანიებშიც შეაღწია. კორპორაცია ამაზონის 6 სხვადასხვა საწყობში თანამშრომლები დაინფიცირდნენ. ამის გამო ობიექტები დროებით დახურეს. 


close დახურვა