logo
ENG



კოლომინა: დამწუხრებული ვარ შოვში მომხდარის გამო, გულწრფელი სამძიმარი ქართველებს NATO-სგან

07 აგვ 202313:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/07/qo36oy6x4f9hpti.jpg

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ღრმად დამწუხრებული ვარ შოვში ტრაგიკული მეწყერის გამო. გულწრფელი სამძიმარი ჩვენს ქართველ პარტნიორებს NATO-სგან. ფიქრებით მსხვერპლთან და მათ ახლობლებთან ვართ", - წერს კოლომინა Twitter-ზე.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. 

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი. 

ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 18 ადამიანთან.   


close დახურვა