logo
ENG



კოლუმბიაში პრეზიდენტობის კანდიდატს 15 წლის მოზარდმა ესროლა

08 ივნ 202512:33
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/08/tnk1sm2vbk4fdng.jpg

კოლუმბიაში პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს ესროლეს. Reuters-ის თანახმად, ოპოზიციური პარტია დემოკრატიული ცენტრის წევრს, სენატორ მიგელ ურიბეს საარჩევნო კამპანიის დროს ესროლეს.

39 წლის პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს 15 წლის მოზარდმა იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

სენატორის დაცვამ მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც, სროლაში ეჭვმიტანილი არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიება გრძელდება.

კოლუმბიის გენერალური პროკურორის თანახმად, მიგელ ურიბეს მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კვლავ კრიტიკული რჩება.

კოლუმბიის პრეზიენტმა გუსტავო პეტრომ დაგმო ეს თავდასხმა და სამართალდამცველებს საფუძვლიანი გამოძიებისკენ მოუწოდა.


close დახურვა