logo
ENG



კოლუმბიაში ცნობილი ნარკობარონი დაირო ანტონიო უსუგა დააკავეს

24 ოქტ 202111:56
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/24/prfpm1vawwh9lth.jpg
Reuters

კოლუმბიაში ყველაზე მეტად ძებნილი ნარკოდილერი და ქვეყნის ყველაზე დიდი კრიმინალური დაჯგუფების მეთაური დაირო ანტონიო უსუგა დააკავეს. 

დაირო ანტონიო უსუგა, რომელიც ოტონიელის ზედმეტსახელით არის ცნობილი, სამხედრო-საჰაერო ძალების და პოლიციის ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად, პანამის საზღვართან ახლოს დააკავეს.

"ეს არის ყველაზე დიდი დარტყმა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ, ეს დარტყმა შეედრება მხოლოდ პაბლო ესკობარის დაკავებას 1990-იან წლებში" , - თქვა კოლუმბიის პრეზიდენტმა, ივან დუკე მარკესმა.

კოლუმბიის შეიარაღებულმა ძალებმა დაკავების შემდეგ, დაირო ანტონიო უსუგასთან ფოტო გადაიღეს. 50 წლის ნარკოდილერის დასაკავებლად პოლიციამ ბოლო წლებში რამდენიმე დიდი სპეცოპერაცია ჩაატარა, თუმცა, აქამდე წარმატებული არცერთი ყოფილა.

კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც უსუგა მეთაურობს, აკონტროლებს გზებს, საიდანაც კოლუმბიიდან აშშ-ის და რუსეთის მიმართულებით ნარკოტიკები გადის.

ოტონიელს ბრალს რამდენიმე სხვადასხვა დანაშაულისთვის წაუყენებენ, მათ შორის კოკაინის აშშ-ში გადაზიდვისთვის, პოლიციელების მკვლელობისთვის და ბავშვების დაქირავებისთვის.


close დახურვა