logo
ENG



კომისია საქართველოზე: ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე

17 ივნ 202214:12
3 წუთის საკითხავი
 

"ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე", - ასეთია ევროკომიიის რეკომენდაცია საქართველოსთან დაკავშირებით. 

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე განაცხადა. 

"საქართველო იზიარებს იმავე პოტენციალსა და მისწრაფებებს, რასაც უკრაინა და მოლდოვა. საბაზრო ორიენტაცია და ძლიერი კერძო სექტორი არის საქართველოს უპირატესობა. იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოს ქვეყანამ და შედგეს პოლიტიკურად, უნდა განსაზღვროს ცალსახა სტრუქტურული გზა რეფორმებისა ევროკავშირისაკენ. ეს იქნება გზა, რომელზეც გაწერილი იქნება ყველა საჭირო რეფორმა, რომელიც გააერთიანებს სამოქალაქო საზოგადოება და რომელსაც ექნება ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ ევროპული პერსპექტივა მივცეთ საქართველოს და შემდგომ დავაკვირდეთ, თუ რამდენად დააკმაყოფილებს შესაბამის პირობებს, სანამ მას გადავცემთ კანდიდატის სტატუსს", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

რაც შეეხებათ უკრაინასა და მოლდოვას, ევროკომისიის რეკომენდაციით, ორივე ქვეყანამ სტატუსი უნდა მიიღოს. 

აღნიშნულ რეკომენდაციის საფუძველზე ევროპული საბჭო შემდეგ კვირაში გადაწყვეტს, მიენიჭება თუ არა უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. 


close დახურვა