logo
ENG



კომისიამ მხარი დაუჭირა სტატუსის მინიჭებას უკრაინა-მოლდოვასთვის, საქართველოსთვის კი არა

17 ივნ 202214:39
3 წუთის საკითხავი
 

ევროპულმა კომისიამ მხარი დაუჭირა სტატუსი მინიჭებას უკრაინასა და მოლდოვასთვის. რაც შეეხება საქართველოს, კომისია სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას არ გასცემს. 

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სტატუსის მინიჭებსთან ერთად უკრაინამ უნდა გაატაროს მნიშვნელოვანი რეფორმები. 

კომისიის თვალსაზრისით, უკრაინამ ცალსახად აჩვენა, რომ ქვეყნის მისწრაფება და განზრახვა, რომ დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები, არის გამოკვეთილი:

"უკრაინას უკვე ჰქონდა ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგმული ევროკავშირისაკენ 8 წლის განმავლობაში, ის უკვე ეტაპობრივად უახლოვდებოდა ჩვენს ალიანსს".

რეფორმების გატარების აუცილებლობაზე ისაუბრა ფონ დერ ლაიენმა მოლდოვას შემთხვევაშიც. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს, რომ მოლდოვას მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი.

"უკანასკნელი თვეების განმავლობაში მოლდოვამ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები. დამოუკიდებლობის შემდეგ, ანტიკორუფციული და პროევროპული გზა აირჩია. რა თქმა უნდა, მათ გრძელი გზა აქვთ ჯერ კიდევ გასავლელი. მათი ეკონომიკა და საჯარო ადმინისტრაციის სექტორი საჭიროებს განვითარებას, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის ლიდერები მიჰყვებიან აღნიშნულ კურსს, ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყანას აქვს შესაბამისი პოტენციალი, რომ დააკმაყოფილოს აღნიშნული მოთხოვნები", - განაცხადა ლაიენმა.

ასოცირებული ტრიოს ქვეყნებიდან, საქართველო ერთადერთია, რომლის განაცხადსაც მხარი არ დაუჭირეს. 

ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო იზიარებს იმ მისწრაფებებსა და პოტენციალს, რაცა დანარჩენი ორი ქვეყანა. ამავე დროს, საბაზრო ორიენტაცია და ძლიერი კერძო სექტორი, მისი უპირატესობაა.

ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ საქართველომ უნდა განსაზღვრავს რეფორმების სტრუქტურული გზა.

"ეს იქნება გზა, რომელზეც გაწერილი იქნება ყველა საჭირო რეფორმა, რომელიც გააერთიანებს სამოქალაქო საზოგადოება და რომელსაც ექნება ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ ევროპული პერსპექტივა მივცეთ საქართველოს და შემდგომ დავაკვირდეთ, თუ რამდენად დააკმაყოფილებს შესაბამის პირობებს, სანამ მას გადავცემთ კანდიდატის სტატუს", - თქვა ფონ დერ ლაიენმა.

ევროპული კომისიის მოსაზრებაზე დაყრდნობით ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ახლა ერთობლივი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას განაცხადებს ევროპული საბჭოს მომდევნო სხდომაზე განიხილავენ, რომელიც 23-24 ივნისს გაიმართება.


close დახურვა