logo
ENG



კომიტეტი: 5-6 თებერვლის სტიქიის შედეგების შესასწავლად გელათში სპეციალისტთა ჯგუფი ჩავიდა

15 თებ 202411:11
3 წუთის საკითხავი
 

5-6 თებერვლის სტიქიის შედეგების შესასწავლად გელათში კიდევ ერთი სპეციალისტების ჯგუფი ჩავიდა. განცხადებას გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი აქვეყნებს და წერს, რომ ადგილზე კომიტეტის წარმომადგენელი, არქიტექტორი და ჰიდროიზოლაციის სპეციალისტები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მდგომარეობა შეისწავლეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კათედრალის დროებით გადახურვაზე სტიქიის შედეგად წარმოქმნილი წყლის ინფილტრაციის სამი კერიდან, ერთის აღმოფხვრა უკვე მოხერხდა. მიმდინარეობს დარჩენილი ორი დაზიანების კერის აღმოფხვრის ოპტიმალური მეთოდოლოგიის შემუშავების პროცესი და რამდენიმე დღეში აღნიშნული დაზიანებებიც აღმოიფხვრება.

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტში აღნიშნავენ, რომ უახლოეს დღეებში წარმოდგენილი იქნება სრული ანგარიში, რომლებზეც ამჟამად კედლის მხატვრობის კონსერვატორები, არქიტექტორი და ჰიდროიზოლაციის სპეციალისტები ერთობლივად მუშაობენ.

აღსანიშნავია, რომ დროებითი კონსტრუქციის პირობებში გელათის მონასტრის ტაძრებში უკვე მესამედ ჩავიდა წყალი. ამჯერად ნალექმა ტაძრის იმ შესასვლელში ჩააღწია, სადაც უძველესი, მეთორმეტე საუკუნის ფერწერაა.

თავდაპირველად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გელათის მონასტრის ტაძრებში 5-6 თებერვალს წყალი ჩავიდა არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპა ჩვენი სახლიას დამფუძნებელმა, თორნიკე ბარათაშვილმა გაავრცელა. 


close დახურვა