კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ ისევ კახა ბექაური აირჩიეს. ცნობილია, რომ ბექაური კომისიას მომდევნო სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა კახა ბექაური კომისიის წევრად, ექვსი წლის ვადით, 2019 წლის 11 დეკემბერს მეორედ აირჩია. ის 2014 წლიდან კომუნიკაციების კომისიის წევრია, ხოლო 2017 წლიდან უკვე კომისიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.
შეგახსენებთ, რომ კახა ბექაური 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიის, მეცხრე არხის დირექტორი იყო.