logo
ENG



კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის ლენდ-ლიზის მიღებას მხარი დაუჭირა

29 აპრ 202200:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/29/es4bgpdk4yqj0bx.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მხარი დაუჭირა "უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტის" მიღებას.

ეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მისცემს შესაძლებლობას უკრაინას უფრო სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და საჭირო მარაგები რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას.

417 კონგრესმენმა ლენდ-ლიზის (სესხება-იჯარა) წინადადებას მხარი დაუჭირა, 10 კი წინააღმდეგი იყო. 

"უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტით" აშშ შეძლებს აუცილებელი მნიშვნელობის სამხედრო აღჭურვილობა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგები უკრაინას ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მიაწოდოს. ამ აქტით აშშ-ს უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა დე ფაქტო საჩუქრად შეუძლიათ, მიმღები ქვეყნის მხრიდან მომავალში აშშ-ისთვის დაბრუნების პირობით.

ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და კონფლიქტის მსვლელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტად მიიჩნევა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ს მისცა შესაძლებლობა ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირეებისთვის სწრაფად მიეწოდებინა იარაღი და მარაგები.

ლენდ-ლიზის მხარდაჭერას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი გამოეხმაურა. 

"ლენდ-ლიზის აქტი საგრძნობლად დააჩქარებს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების პროცედურას, ასევე ტრანსპორტის, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასაც. ეს ყველაფერი მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენი ტერიტორიიდან რუსეთის ჯარი განვდევნოთ. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ლენდ-ლიზი ნიშნავს, რომ აშშ უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულია. ეს იქნება დიდი გამარჯვება ჩვენი დიადი ხალხის, რომელმაც შეძლო მთელი მსოფლიოს გაერთიანება რუსული ბოროტების წინააღმდეგ", - თქვა ერმაკმა.

 


close დახურვა