logo
ENG



კონგრესმენები პომპეოს: შემაშფოთებელია, საქართველოში უკანონო ფინანსური საქმიანობა

16 მაი 202002:57
3 წუთის საკითხავი
clock 2746

ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს წერილით მიმართავენ. კონგრესმენები წერილში საქართველოში ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ.

„გწერთ, რომ შეშფოთება გამოვხატოთ საქართველოში მმართველობის გაუარესებისა და  პოტენციურ უკანონო ფინანსური საქმიანობის შესახებ. განსაკუთრებით გვაწუხებს საქართველოს კავშირები ამერიკის მტრულად განწყობილ მეტოქეებსა და მტრებთან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდან ჩვენს ბიზნეს და სტრატეგიულ ინტერესებთან.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში უცხოური ინვესტიცია საქართველოში თითქმის 50%-ით შემცირდა, ხოლო გადასახადები და ბიუროკრატიული ბარიერები გაიზარდა დასავლური ბიზნესისთვის“,-ნათქვამია წერილში.

ამავე წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოში კომპანია ფრონტერას მუშაობაში ხელი შეეშალა და მას ქვეყნიდან გაძევებით ემუქრებიან, წერილში ასევე საუბარია Conti Group-ზე, რომელიც როგორც წერილშია აღნიშნული ანაკლიის პორტთან დაკავშირებით იმავე პრობლემას წააწყდა.

ამ საკითხებმა შეარყია შესაძლებლობა ამერიკული კომპანიებისა, იმისთვის, რომ გაღრმავებულიყო ურთიერთობა საქართველოსთან. ტეხასური კომპანია, Frontera Resources, საქართველოში აშშ-ის უმსხვილესი ინვესტორია ნავთობისა და გაზის სექტორში. ნავთობისა და გაზის აღმოჩენაში მათ 500 მილიონზე მეტი დოლარის ინვესტიცია ჩადეს. ახლახანს Frontera რეგულაციებით და შეზღუდვებით მიზანში ამოიღეს და ახლა საქართველოს ხელისუფლებისგან შესაძლო კონფისკაციის წინაშე დგას. 2019 წელს სხვა ამერიკული კომპანია Conti group, რომელიც ანაკლიაში საპორტო ობიექტს აშენებდა ანალოგიურად გააგდეს, რის გამოც პროექტი შეჩერდა“, - აღნიშნულია კონგრესმენების წერილში.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ ქართული ბიზნესი უკვე წლებია გვერდს უვლის ამერიკულ სანქციებს.

ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები ბრიფინგს ამ საკითხებზე ითხოვენ:

  • საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება, „ქართული ოცნების“ მეთაურობით, გარეულია ამერიკული ბიზნესის ქვეყნიდან შევიწროებაში. 
  • მსგავსი აქტივობები მოტივირებულია გეოპოლიტიკური მიზნებით, მათ შორის „ქართული ოცნების“ თავჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კავშირებით რუსეთის მთავრობასთან.

საქართველოში შავი ზღვის პორტებთან დაკავშირებული საქმიანობა საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინეტერსს, მათ შორის:

  • პორტების მშენებლობიდან ამერიკული კომპანიების მიზანმიმართული გამორიცხვას, რომლის მიზანია არ შემცირდეს რუსეთის გავლენა საქართველოზე
  •  ირანის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების აღსრულების ნაკლოვანებას, განსაკუთრებით კი საპორტო საქმიანობაში

საქართველო კავკასიაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და NATO-ს მნიშვნელოვანი მოკავშირეა. საქართველო ავღანეთის მისიაში გვეხმარება. ვაჭრობისთვის ქვეყანას მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილი უკავია. ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ამერიკისთვის უმნიშვნელოვანესია, ეს კი საქართველოს თანამშრომლობას ავალდებულებს...ჩვენ მზად ვართ მოგაწოდოთ რესურსები, რომლებიც ამერიკის ეროვნული ინტერესის დასამტკიცებლად და დასაცავად გჭირდებათ“,-ნათქვამია წერილში.

წერილს ხელს სენატორები ტედ კრუზი, ჯონ კორნინი და კონგრესმენები, ჯოდი არინგტონი და მარკვეინ მალინი აწერენ.

 

 

 

 


close დახურვა