logo
ENG



კონგრესმენები უნდა იყვნენ დარწმუნებული, რომ ინვესტიციები სწორად იხარჯება - დეგნანი

19 ივლ 202012:58
3 წუთის საკითხავი
 
xa199nwfoznek8g.jpeg

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გამოცემა „ბათუმელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების 15%-ის დაკავების შესახებ და განაცხადა, რომ კონგრესმენები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ გამოყოფილი თანხის პასუხისმგებლიანად ხარჯვაში.

როგორც კელი დეგნანმა განმარტა, კონგრესმენები ანგარიშვალდებულნი არიან ამომრჩევლისა და გადასახადების გადამხდელთა წინაშე, ამიტომ აინტერესებთ, რამდენად სწორად იხარჯება გამოყოფილი ინვესტიცია.

ელჩის თქმით, აშშ არ კარნახობს საქართველოს, როგორ უნდა დახარჯოს გამოყოფილი თანხა, თუმცა პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ფინანსები დემოკრატიის შენებასა და დასავლურ ინტეგრაციაზე იხარჯება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია და სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. კონგრესმენებს ერთის მხრივ აქვთ სურვილი იხილონ წარმატებული და განვითარებული საქართველო, მაგრამ მეორეს მხრივ აქვთ კითხვები და, ამავდროულად, არიან ანგარიშვალდებული თავიანთი ამომრჩევლის, გადასახადების გადამხდელთა წინაშე. ისინი უნდა იყვნენ დარწმუნებული, უნდა შეეძლოთ იმის თქმა, რომ აღნიშნული ინვესტიციები სწორად, პასუხისმგებლიანად იხარჯება და ემსახურება საქართველოს, როგორც ამერიკის დემოკრატიული პარტნიორის განვითარებას.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვკარნახობთ, რა, სად და როგორ უნდა დაიხარჯოს, თუმცა გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს თანხები ხმარდება იმ გზას, რაც საქართველოს აქვს არჩეული – ეს არის სვლა ძლიერი დემოკრატიისა და დასავლური ინტეგრაციისკენ", - განაცხადა დეგნანმა.

გამოცემასთან ინტერვიუში კელი დეგნანმა, ასევე, ისაუბრა წინასაარჩევნოდ საკანონდებლო ცვლილებებისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ.


close დახურვა