logo
ENG



კონგრესმენი:რუსეთმა საქართველოს ტერიტორია დაიკავა და მეზობლებისთვის კვლავ საფრთხეა

17 ივნ 202009:18
3 წუთის საკითხავი
 

„რუსეთმა დაიკავა საქართველოს და უკრაინის ტერიტორია და მეზობლებისთვის კვლავ საფრთხეს წარმოადგენს“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენმა, დონ ბეკონმა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

რესპუბლიკელმა სენატორმა, 2 დღის წინ,  რუსულენოვანი გადაცემისთვის მიცემული ინტერვიუც გაავრცელა,  რომელშიც კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის  სამუშაო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შესახებ იყო საუბარი.

გარდა ამისა, კონგრესმენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მიერ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პუტინის მოკავშირეებისთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერს.


close დახურვა