logo
ENG



კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას ითხოვენ

12 მაი 202010:03
3 წუთის საკითხავი
 

შეერთებული შტატების კონგრესში, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას ითხოვენ.  წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში,   კონგრესმენები ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკ-კოლი პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, ადამიანის უფლებების დარღვევისა გამო და რუსეთის ხელისუფლების წამრმომაგდნლების წინააღმდეგ მაგნიტსკის აქტით გათვალისწინებული ზომები მიიღოს. 

,,რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ უნდა  გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები. ჩვენ ვურჩევთ ტრამპის ადმინისტრაციას დაეკისროს სანქციები რუსეთის ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების ასეთ დარღვევებზე", - ნათქვამია  საგარეო საქმეთა კომიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 


close დახურვა