logo
ENG



კონფლიქტი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მისვლამდე მოხდა - შაქარაშვილის საქმეზე მოწმეებს კითხავენ

23 ივნ 202017:13
3 წუთის საკითხავი
 

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა, რა მოხდა რეალურად 18 ივნისს  სოფელ ნარეკვავის დასახლებაში - მცხეთის პოლიციაში ამ დრომდე მიმდინარეობს იმ პირების გამოკითხვა, ვინც გიორგი შაქარაშვილის მეგობარი თბილისში წამოიყვანა,რა დროსაც შაქარაშვილის კვალი იკარგება.

მათი ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები წვეულებაზე გვიან მივიდნენ და არც კონფლიქტში მიუღიათ მონაწილეობა, ხოლო შაქარაშვილის მეგობარს თავაზიანობის გაო შესთავაზეს წაყვანა.

„ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები გადაადგილდებოდნენ ტოიოტა კამრის მარკის ავტომობილით - მანქანა გაჩერდა, რის შემდეგაც ერთი პირი, ვინც ამ კონფლიქტს შეესწრო, ჩაისვეს და წამოიყვანეს. კითხვები აქვს საგამოძიებო ორგანოს და ალბათ შეეხება იმას, რომ ადამიანმა აღნიშნა, რომ მასზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები იქ არ იმყოფებოდნენ, დააგვიანეს წვეულებაზე და გზაზე შეხვდნენ. მათ მისვლა დააგვიანეს და მისვლამდე უკვე კონფლიქტი შედგა", - ამბობს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

შეგახსენებთ, რომ ოთხდღიანი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში 22 ივნისს იპოვეს.


close დახურვა