logo
ENG



კორექტირებული ბიუჯეტი უკვე პარლამენტშია - დეპუტატები დოკუმენტის განსახიველად ემზადებიან

09 ივნ 202014:39
3 წუთის საკითხავი
 

კორექტირებული ბიუჯეტი უკვე პარლამენტშია. დეპუტატები დოკუმენტის განსახილველად ემზადებიან,  ბიუროს სხდომაზე მთავარი ფინანსური დოკუმენტი უნდა დარეგისტრირდეს.

ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია ბუნდოვანია ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის. ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლების ქმედებები დაგვიანებულია.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“  წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები პირადად უნდა შეხვედროდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რათა ერთიანად გაეანალიზებინათ დოკუმენტი.

„ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც უნდა წარმოადგინოს ბიუჯეტი, ჩვენ ვთვლით, რომ ისინი უნდა შეგვხვედროდნენ ჩვენც რომ დეტალურად მოხდეს ანალიზი ამ ბიუჯეტის და შესაბამისად ჩვენ უზრუნველვყოთ მაქსიმალური გამჭვირვალობა მედია ჩართულობა და საზოგადოების ინფორმირებულობა. იმიტომ რომ, როცა გამოიტანენ ბიუჯეტს სხვადასხვა კომიტეტებზე ამ განხილვას დაამთავრებენ 20 წუთში“,-განაცხადაა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ფრაქციის წევრები ასევე აცხადებენ, რომ მათ თავიანთი ხედვები ფინანსთა სამინისტროს გააცნეს, თუმცა მათი თქმით, მნიშვნელოვანი დეტალები კორექტირებულ ბიუჯეტში გაწერილი არ არის.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრთან, გავაცანით ჩვენი ხედვები ბიუჯეტთან დაკავშირებით, მაგრამ ის მნიშვნელოვანი დეტალები არ არის ბიუჯეტში გათვალისწინებული. პირველი რაც მინდა გამოვყო, ეს არის იმ ადამიანების დახმარება, რომელსაც არა პანდემიის დროს, არამედ პანდემიამდე დაკარგეს სამსახური, ვერ იღებენ სახელმწიფოსგან ვერანაირ დახმარებას, არ არიან არც სოციალურად დაუცველები არც პენსიონრები, გარდა იმისა, რომ შემცირებულია საერთაშორისო გადმორიცხვების რაოდენობა და ძალიან ბევრი ოჯახი ამის გამო დარჩა ელემენტარული საარსებო მინიმუმის გარეშე“,-აცახდებს ბექა ნაცვლიშვილი.

 

 


close დახურვა