logo
ENG



კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში, სავარაუდოდ, მინისტერიალი გაიმართება

05 მარ 202007:56
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ირანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა.

მხარეებმა კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. ირანული მხარე საქართველოში გატარებული პრევენციული ღონისძიებებით დაინტერესდა. შეხვედრაზე კორონავირუსზე საპასუხოდ, რეგიონის მასშტაბით, მინისტერიალის გამართვის იდეაც გაჩნდა. 

„ვისაუბრეთ ბევრ ინიციატივაზე. წამოიწრა საკითხი რეგიონის მასშტაბით მინისტერიალის გამართვის, იმისთვის, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღოთ კორონავირუსთან ბძოლასტან დაკავშირებით. რა თქმა უნდა მივისელმებით ამ ინიციატივას. მინისტრებს შორის გარკვეული კომუნიკაცია დაიგეგმა. სავარაუდოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მინისტერიალი გაიმართება საქართველოში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 

 


close დახურვა