logo
ENG



კორონავირუსი - საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს

20 მარ 202012:01
3 წუთის საკითხავი
 

ამ წუთებში საპატრიარქოში მაღალი იერარქიის სასულიერო პირები იკრიბებიან. სინოდის საგანგებო სხდომაზე კორონავირუსის შესახებ იმსჯელებენ და დღეს გადაწყდება, შეიცვლება თუ არა საეკლესიო რიტუალების წესები. სასულიერო პირებმა საპატრიარქოში შესვლის წინ კომენტარი არ გააკეთეს.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა კი „ფორმულასთან“ სატელეფონო კომენტარში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სინოდის სხდომა კორონავირუსს უკავშირდება.

„კოროანვირუსთან დაკავშირებით იქნება შეხვედრა და ვნახოთ. ვიცით, რომ ამასთან დაკავშირებით უნდა ვიმსჯელოთ, რა კუთხით და როგორ გადავწყვიტოთ“, - განაცხადა მეუფემ.

საპატრიარქოსთან ასევე იმყოფებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე, რომელმაც კიდევ ერთხელ გააპროტესტა მისი ძის პატიმრობა.

„სინოდის მიღმა კათოლიკოს პატრიარქი პრეზიდენტს შეუთანხმდა და ჩემი ძმა პატიმრობაში დატოვა. ახლა, როდესაც მივმართეთ საქალაქო სასამართლოს სასჯელის აგდავადებით, მოსამართლე, რომელიც საპატრიარქოს უნივერსიტეტში მუშაობდა, მით უმეტეს სასამართლო ადასტურებს, რომ ჩემი ძმა არ სიმულანტობს, ამ ფონზე პატრიარქს შეუთანხმდა და დატოვა საპატიმროში“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.


close დახურვა