logo
ENG



კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 1147 ახალი შემთხვევა

01 მაი 202110:52
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან უმეტესობა, 653 შემთხვევა - თბილისში დაფიქსირდა. რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევების განაწილება ასეთია:

  • აჭარა - 144
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 102
  • იმერეთი - 83
  • ქვემო ქართლი - 41
  • შიდა ქართლი - 36
  • გურია - 22 
  • კახეთი - 35
  • მცხეთა-მთიანეთი - 25
  • სამცხე-ჯავახეთი - 6.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 129 ტესტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.70%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4,87%, ხოლო 7 დღის მანძილზე 5,13%.

COVID-19-ით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში ქვეყანაში ვირუსს 4 130 პირი ემსხვერპლა.

გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც - ბოლო 24 საათში ვირუსისგან 690 პირი განიკურნა.


close დახურვა