logo
ENG



კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა

17 აპრ 202010:06
3 წუთის საკითხავი
 
0fqyp6quweih8hg.png

კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა.

ახლა გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 77-ია. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 370 -მდე გაიზარდა , აქედან 77 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა. 

ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

close დახურვა