logo
ENG



კორონავირუსით გარდაიცვალა 74 ადამიანი, დადასტურდა 4247 შემთხვევა

28 აგვ 202111:32
3 წუთის საკითხავი
 

28 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 74 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, დადასტურდა 4 247 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,42%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 175 პირი ემსხვერპლა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 100 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 737 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 363 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 247 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 755 შემთხვევა, აჭარა - 456, იმერეთი - 447, ქვემო ქართლი - 295, შიდა ქართლი - 254, გურია - 121, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 304, კახეთი - 389, მცხეთა-მთიანეთი - 102, სამცხე-ჯავახეთი -86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 38.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს - 27 აგვისტოს აიცრა 26 734 ადამიანი. 

28 აგვისტოს მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 122 209 აცრა. 

1 დოზით აცრილია 760 899 ადამიანი. 

სრულად აცრილია 361 310 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 12.7%. 


close დახურვა