თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია ახალი დაინფიცირებულების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ისინი სხვადასხვა კლინიკაში არიან განთავსებულნი.
5 ინფიცირებულიდან ორი სწორედ ინფექციურში იმყოფება, დანარჩენი კი რეგიონებშია განაწილებული.
"ერთი დაინფიცირებულია ზუგდიდის ინფექციურში, ერთიც ბათუმშია, კიდევ ერთი გორში და ორიც ჩვენთან",-აღნიშნა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეზუგბაის თქმით, სხვების ვითარებაზე ვერაფერს იტყვის. თუმცა თბილისის ინფექციურ კლინიკაში მოთავსებულები ამერიკის ისტორიასთანაა კავშირში.
"ჯამში 77 შემთხვევიდან, 34 იმყოფება ჩვენს დაწესებულებაში, 10 გაწერილია, ხოლო დანარჩენი 33 განთავსებულია ხუთ მიმღებ სხვა კლინიკებში. ამ დაწესებულებებს ასევე დაემატა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოც, სადაც იმყოფება ერთი ახალი ინფიცირებული",-განმარტა ეზუგბაიამ.