კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში 497 ინფიცირებულია. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 7-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვიც და ის 156-ს შეადგენს.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5107 მოქალაქე, სტაციონარში დაკვირვების ქვეშაა 534 პირი. კორონავირუსით ქვეყანაში უკვეწ 6 ადამიანი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.