კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 5-ით გაიზარდა და ქვეყანაში უკვე 615 კოვიდინფიცირებულია.
ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
დაავადებას უკვე ემსხვერპლა 9 ადამიანი, ხოლო მისგან განიკურნა 275 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.