საქართველოში კოროანვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსით 800 ადამიანია დაინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ დაუდასტურა.
დღეისთვის ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 800 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 634 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 გარდაიცვალა.