კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს 7-ით გაიზარდა. ამ მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 589 შემთხვევა ფიქსირდება. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ გვერდზე stopcov.ge-ზე ვრცელდება.
589 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 215 პაციენტი, გარდაცვლილია - 8. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5066 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 528 პაციენტი.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.