საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2-ით მოიმატა. ჯამში ქვეყანაში ვირუსის 1 006 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს.
10-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და მათი საერთო რაოდენობა 883-ს შეადგენს.
ამ დროისთვის ვირუსით 15 ადამიანია გარდაცვლილი.
ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.
