საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 066 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 420 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 27 434 აქტიური შემთხვევაა, მათგან 6 897 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.
6 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 4 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 301, გარდაიცვალა - 42.
ამ მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 162 475 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის, 133 511 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 504 კი გარდაიცვალა.