logo
ENG



კორონავირუსით ინფიცირებული 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

27 მარ 202011:00
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით ინფიცირებული 2 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მას შესაბამისი მკურნალობა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში უტარდება.

ვირუსი დადასტურებული აქვს ბავშვის ბებია-ბაბუასაც, თუმცა ისინი მკურნალობას სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადიან.

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ბოქსირებულ განყოფილებაში სულ 16 პაციენტია მოთავსებული. აქედან 5-ს კორონავირუსი აქვს. მათგან სამს გართულებული პნევმონია აღენიშნება. 

"ბავშვის მდგომარეობა არის სტაბილური მაგრამ საყურადღებო. დანარჩენი პაციენტის მდგომარეობაც არის საყურადღებო. სულ 5 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს და მათგან 3 პაციენტს აქვს გართულებული პნევმონია", - განაცხადა ინფექციონისტმა მეგი კობახიძემ. 

შეგახენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 81 შემთხვევა დადასტურდა. საკარანტინო ზონაში 4 505 მოქალაქე იმყოფება. 


close დახურვა