logo
ENG



კორონავირუსით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა მძიმეა

20 მარ 202008:09
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლის ქალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ამბობს, პაციენტს ორმხრივი პნევმონია, ტემპერატურა და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების სიმპტომები ჯერჯერობით არ შეინიშნება. 

"კლინიკაში ამ ეტაპისას 84 პაციენტი წევს. 11 ადამიანი გაეწერა საკარანტინო ზონაში. რაც შეეხება ინფიცირებულთა მდგომარეობას სტაბილურად მძიმე რჩება ქალბატონი, რომელიც 80 წლის არის. ეს ქალბატონი რჩება ინტენსიური მკურნალობის ქვეშ. დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა დადებითი დინამიკის არის", - განაცხადა რატიანმა. 


close დახურვა