logo
ENG



კორონავირუსით კიდევ 35 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 4 314 ახალი შემთხვევა

15 აგვ 202110:33
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის  4 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 35 პაციენტი გარდაიცვალა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 34 074 კვლევა, აქედან 19 813 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 14 261 ​PCR-ით.

ბოლო 24 საათში გაკეთდა 23 010 აცრა. ჯამში ამ დროისთვის 791 863 ადამიანია აცრილი, მათგან 237 149 ორჯერადად.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 12,66%-ია, ბოლო 14 დღის - 10,38% ხოლო 7 დღის - 11,03%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია: 

  • თბილისი - 1 687 შემთხვევა;
  • აჭარა - 772;
  • იმერეთი - 618;
  • ქვემო ქართლი - 202;
  • შიდა ქართლი - 175;
  • გურია - 129;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 247;
  • კახეთი - 317;
  • მცხეთა-მთიანეთი -59;
  • სამცხე-ჯავახეთი - 88;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 53 614 აქტიური შემთხვევაა. 6 841 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 110, აჭარაში - 903, იმერეთში - 973. მძიმე პაციენტია 1 423 პირი, მათ შორის, თბილისში - 612, აჭარაში - 146, იმერეთში - 320. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 307 პირი, მათგან თბილისში - 193, აჭარაში - 22, იმერეთში - 20.

3 459 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 619 - თბილისში, 1 298 - აჭარაში. 43 314 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 67, ხოლო აჭარაში - 5. თვითიზოლაციაში იმყოფება 45 919 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 22 311, პირი, აჭარაში - 6 570, იმერეთში - 4 690.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 481 578 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 421 532 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 406 კი გარდაიცვალა.


close დახურვა