logo
ENG



კორონავირუსით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 359 ახალი შემთხვევა

13 აგვ 202110:45
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 359 შემთხვევა გამოვლინდა, 42 ადამიანი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას NCDC აქვეყნებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 50 937 ტესტი ჩატარდა.

13 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 741 353 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 225 053 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია 10.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.90% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.74%. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან განაწილება თბილისსა და რეგიონებში ასეთია:

  • თბილისი 2 187 
  • აჭარა - 813
  • იმერეთი - 698
  • ქვემო ქართლი - 270
  • შიდა ქართლი - 307
  • გურია - 92
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 335
  • კახეთი - 372
  • მცხეთა-მთიანეთი -148
  • სამცხე-ჯავახეთი - 102
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 35

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  471 685-ს.


close დახურვა