საქართველოში კორონავირუსის 5 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 48 პაციენტი გარდაიცვალა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 50 430 კვლევა, აქედან 30 564 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 19 866 PCR-ით.
ბოლო 24 საათში გაკეთდა 23 935 აცრა. ჯამში ამ დროისთვის 688 940 ადამიანია აცრილი, მათგან 210 776 ორჯერადად.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 10,61%-ია, ბოლო 14 დღის - 9,33% ხოლო 7 დღის - 10,27%.
დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 2 363 შემთხვევა;
- აჭარა - 905;
- იმერეთი - 564;
- ქვემო ქართლი - 262;
- შიდა ქართლი - 285;
- გურია - 124;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 281;
- კახეთი - 340;
- მცხეთა-მთიანეთი -134;
- სამცხე-ჯავახეთი - 70;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 45 832 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6 578 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 075, აჭარაში - 862, იმერეთში - 941. მძიმე პაციენტია 1 322 პირი, მათ შორის, თბილისში - 564, აჭარაში - 134, იმერეთში - 322. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 302 პირი, მათგან თბილისში - 197, აჭარაში - 22, იმერეთში - 17. 3 238 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 401 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 36 016 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 53 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 5. თვითიზოლაციაში იმყოფება 39 087 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 802, პირი, აჭარაში - 5 433, იმერეთში - 3 783.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 461 198 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 409 110 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 230 კი გარდაიცვალა.