logo
ENG



კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 914 ახალი შემთხვევა

18 აგვ 202110:38
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 49 პაციენტი გარდაიცვალა.

24 საათში 56 878 ტესტი ჩატარდა. 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია - 10,4%, ბოლო 14 დღის - 10,71%, ბოლო 7 დღის - 11,09%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 914 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 2 298, რაც შეეხება რეგიონებს:

  • აჭარა - 877,
  • იმერეთი - 789,
  • ქვემო ქართლი - 355,
  • შიდა ქართლი - 318,
  • გურია - 188,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 313,
  • კახეთი - 452,
  • მცხეთა-მთიანეთი - 140,
  • სამცხე-ჯავახეთი - 122,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 62.

18 აგვისტოს მონაცემებით, სრულად აცრილია 251 447 ადამიანი.


close დახურვა