logo
ENG



კორონავირუსით კიდევ 75 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 6 021 ახალი შემთხვევა

09 ნოე 202110:43
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსით კიდევ 75 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 6 021 ახალი შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 75 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 6 021 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას NCDC აქვეყნებს. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 5 254 აცრა, სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 33%.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია - 11,57%, ბოლო 14 დღის - 9,78%, ბოლო 7 დღის - 10,46%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 52 033 ტესტი. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 021 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 253 შემთხვევა, აჭარა - 203, იმერეთი - 1 160, ქვემო ქართლი - 357, შიდა ქართლი - 511, გურია - 133, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 442, კახეთი - 539, მცხეთა-მთიანეთი - 197, სამცხე-ჯავახეთი - 137, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 89.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 536 საიდანაც: 6 808 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 664, აჭარაში - 575, იმერეთში - 1 429. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 699 პირი, მათ შორის, თბილისში - 663, აჭარაში - 124, იმერეთში - 516. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 359 პირი,  მათგან თბილისში - 203, აჭარაში - 39, იმერეთში - 30. 1 300 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 823 - თბილისში, 278 - აჭარაში.  45 428 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


close დახურვა