logo
ENG



კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

22 აპრ 202011:03
3 წუთის საკითხავი
 
rwxf5ilk1uwfr2r.jpg

კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს 411-მდე გაიზარდა. 

კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც. 

 

11 მარტს ჯანმომ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

close დახურვა