logo
ENG



კორონავირუსის 1071 შემთხვევა გამოვლინდა, 33 ადამიანი გარდაიცვალა

22 მაი 202110:48
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/22/fuvv84p9o6halej.jpg

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 1 071 გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 680 პაციენტი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 985 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 333 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 652 PCR ტესტით.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 071 ახალი შემთხვევიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:

  • თბილისი - 581 შემთხვევა
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 100
  • აჭარა - 96
  • იმერეთი - 84
  • ქვემო ქართლი - 55
  • კახეთი - 55
  • შიდა ქართლი - 42
  • მცხეთა-მთიანეთი - 23
  • გურია - 16
  • სამცხე-ჯავახეთი - 14
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს -  21 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.57%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.11%, ხოლო 7 დღის მანძილზე 4.18%.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებულია   336  840 შემთხვევა.  ვირუსისგან გარდაიცვალა 602  ადამიანი, ხოლო 317 069 გამოჯანმრთელდა.


close დახურვა