საქართველოში კორონავირუსის 1 023 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 510 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 პაციენტი გარდაიცვალა.
Stopcov-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში 29 517 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 21 585 ანტიგენი, 7 932 - PCR.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია - 3,47%, ბოლო 14 დღის - 2,81%, ბოლო 7 დღის - 2,92%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 023 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 546. რაც შეეხება რეგიონებს:
- აჭარა - 78,
- იმერეთი - 90,
- ქვემო ქართლი - 46,
- შიდა ქართლი - 30,
- გურია - 34,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 108,
- კახეთი - 54,
- მცხეთა-მთიანეთი - 9,
- სამცხე-ჯავახეთი - 10,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.